გერმანიაში დღეიდან მკაცრი ლოკდაუნი ამოქმედდა

© AP Photo / Matthias Schraderკორონავირუსი გერმანიაში
კორონავირუსი გერმანიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ახალი „ლოკდაუნის“ გამო ლეგენდარულმა ლუდის ბარმა, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკები, ანგელა მერკელი და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი „შავ სიაში“ შეიყვანა.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში მკაცრი კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა, რომელიც დეკემბრამდე იქნება ძალაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან თათბირზე მიიღო 28 ოქტომბერს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
ლეგენდარულმა ლუდის ბარმა ანგელა მერკელი „შავ სიაში“ შეიყვანა

გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან ქვეყანაში იხურება თეატრები და კინოთეატრები, ფიტნეს-ცენტერები, სილამაზის სალონები, სასტუმროები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. ხოლო სკოლები და საბავშვო ბაღები სპეციალისტების მიერ გაწერილი წესების დაცვით იმუშავებენ.

ამასთან იზღუდება ათზე მეტი ადამიანის თავშეყრა, ისიც მხოლოდ ორი ოჯახის წარმომადგენლების შემადგენლობით.

აღინიშნება, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში ხელისუფლება დადგენილი ზომების ანალიზს ჩაატარებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის კორექტივებს შეიტანს მათში.

ამ დროისათვის გერმანია კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობით მე-15 ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. პანდემიის განმავლობაში იქ COVID-19 სულ 552 060 ადამიანს დაუდგინდა, რომელთაგან 14 247 გარდაიცვალა.

მთავრობის გადაწყვეტილება ახალი „ლოკდაუნის“ შესახებ ბუნდესტაგის არაერთმა დეპუტატმა და ასევე საზოგადოების წარმომადგენელმა გააკრიტიკა. მაგალითად, ლეგენდარულმა ლუდის ბარმა Ständige Vertretung (StäV), რომელსაც ხშირად სტუმრობენ ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკები, ანგელა მერკელი და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი „შავ სიაში“ შეიყვანა და ბარში ვიზიტი აუკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0