მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეთევზეებმა ზღვაში ორი წლის წინ დაკარგული ქალი ცოცხალი იპოვეს: ვრცელდება ვიდეო ადგილიდან

© photo: Sputnik / Artur Lebedev / გადასვლა მედიაბანკშიმეთევზეები
მეთევზეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზღვაში ნაპოვნი ქალის ოჯახმა უარყო მასზე ძალადობის ფაქტი, კერძოდ, შვილმა განაცხადა, რომ მამამისს არასდროს გამოუვლენია აგრესია მეუღლის მიმართ.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მეთევზეებმა კოლუმბიის ქალაქ პუერტო-კოლომბიას მახლობლად ზღვაში იპოვეს ქალი, რომელიც ორი წლის წინ დაიკარგა, იუწყება გამოცემა The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, ტალღებზე მოდრეიფე ქალმა მეთევზეების შხუნა შენიშნა და ხელი ასწია ყურადღების მისაპყრობად. მოგვიანებით გაირკვა, რომ წყალში მას რვა საათი გაეტარებინა, იყო უკიდურესად გამოფიტული და ამასთან ორგანიზმიც გადაციებული ჰქონდა.

მეთევზეებმა ქალი შხუნაზე აიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა კიდეც მისი პიროვნება. ეს 46 წლის ანჟელიკა გაიტანი გამოდგა, რომელიც ორი წლის წინ გაუჩინარდა უგზო-უკვლოდ.

როდესაც გაიტანი გონს მოვიდა, თქვა, რომ შინიდან პერიოდული ძალადობის გამო გაიქცა და გარკვეული ხნის განმავლობაში უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა, თუმცა მერე იქიდანაც წავიდა.

ქალი გამოტყდა, რომ თავის მოკვლას აპირებდა და ზღვაშიც ამ განზრახვით შევიდა.

აღსანიშნავია, რომ ანჟელიკა გაიტანის ოჯახმა ბევრი რამ უარყო მისი ნათქვამიდან. კერძოდ, მისმა ქალიშვილმა განაცხადა, რომ მამამისს არასდროს გამოუვლენია აგრესია მეუღლის მიმართ.

 

ყველა ახალი ამბავი
0