05:09 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2351)
43 0 0

ჯანმოს გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში აღწერს, როგორ გრძნობს თავს და რას აპირებს უახლოეს დღეებში.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს გებრეიესუსი კარანტინზე გადავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება თავად გებრეიესუსმა გაავრცელა.

​„დადგინდა, რომ კონტაქტი მქონდა ვიღაცასთან, ვისმა ტესტმაც COVID-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. თავს კარგად ვგრძნობ, სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ უახლოეს დღეებში თვითიზოლაციაზე ვიქნები ჯანმოს პროტოკოლის შესაბამისად, და სახლიდან ვიმუშავებ“, — დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.

ამასთან ჯანმოს ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა რეკომენდაციის დაცვის აუცილებლობას.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 46 509 820 კაცს აღწევს. აქედან გარდაიცვალა 1 200 366 და განიკურნა 31 078 841 პაციენტი.  

თემები:
მსოფლიო დღეს (2351)

მთავარი თემები