07:14 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2311)
46 0 0

მანამდე ერდოღანმა მაკრონს, რომელმაც „განათლებული ისლამის“ იდეა წამოაყენა, ურჩია „ფსიქიკისთვის ემკურნალა“, რის შემდეგაც პარიზმა ანკარიდან თავისი ელჩი გაიწვია.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ისლამის მტრობასთან ბრძოლა ისევე უნდა იწარმოებოდეს, როგორც ჰოლოკოსტის შემდეგ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა.

„მუსლიმები ევროპაში სისტემატურად განიცდიან დისკრიმინაციას, მათი უფლებები და თავისუფლებები ირღვევა. ეს არასწორი მიდგომაა, რომელიც კაცობრიობის მომავალს, სხვადასხვა აღმსარებლობათა თანაცხოვრების კულტურას ემუქრება. როგორც ანტისემიტიზმს ებრძოდნენ ჰოლოკოსტის შემდეგ, ისე უნდა ვებრძოლოდ დღეს ისლამის მტრობას“, — განაცხადა ერდოღანმა ვიდეოკონფერენციაზე სახელწოდებით „გენოციდი: სრებრენიციდან გამოტანილი გაკვეთილები“.

საფრანგეთში ისტორიის მასწავლებელ სამუელ პატის მკვლელობისა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მოქალაქეებზე თავდასხმა–მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უარს არ იტყვის წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებაზე. შედეგად – მთელ რიგ მუსლიმურ ქვეყნებში გაისმა მოწოდებები, გამოუცხადონ ბოიკოტი ფრანგულ პროდუქციას. 

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე მოუწოდა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, უარი თქვან ფრანგული ნაწარმის შეძენაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე. მანამდე ერდოღანმა კოლეგა მაკრონს, რომელმაც „განათლებული ისლამის“ იდეა წამოაყენა, ურჩია „ფსიქიკას უმკურნალოს“. ამ განცხადების შემდეგ პარიზმა ანკარიდან თავისი ელჩი გაიწვია – „კონსულტაციისთვის“.

თემები:
მსოფლიო დღეს (2311)

მთავარი თემები