10:12 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1218)
105 0 0

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში იზრდება. ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა ინფიცირების 473 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 6 578 ადამიანი.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 აგვისტოს დილისთვის 45 942 902 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 1 192 644, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 20 477 535 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 11 062 515.

ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 473 311 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 578 ადამიანი.

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 46 437 615  შემთხვევა და გარდაცვლილია 1 199 693 ადამიანი.

ჯანმომ კორონავირუსის გავრცელება პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1218)

მთავარი თემები