ამცირებს ხუთჯერ: მეცნიერები ასახელებ ნივთს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებისგან იცავს

© AFP 2024 / Juni Kriswantoკორონავირუსი გრაფიტიზე
კორონავირუსი გრაფიტიზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინელი მეცნიერების დაკვირვებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა შორის ძალიან ცოტანი იყვნენ ისეთები, ვინც სათვალეს ატარებდა

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ადამიანები, რომლებიც სათვალეს ატარებენ, COVID-19–ით ხუთჯერ ნაკლებად ავადდებიან, აცხადებს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი სერგეი ნეტესოვი ჩინელ მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით.

მეცნიერები ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
კორონავირუსმა უცნაური დადებითი თვისება გამოავლინა: მეცნიერული კვლევა

ბიოლოგის თქმით, ეს ტენდენცია მკაფიოდ სწორედ ჩინეთში გამოვლინდა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა კონტაქტურ ლინზებს ამჯობინებს სათვალეს.

„გაირკვა, რომ COVID–19–ით დაავადებულ პაციენტებს შორის ძალიან ცოტა იყო ისეთი, ვინც სათვალეს ატარებდა — სულ ათი პროცენტი“, — აცხადებს მეცნიერი.

როგორც ნეტესოვი ამბობს, ინფიცირების მთავარი არხები — ეს ცხვირი და თვალის ლორწოვანაა. ამიტომ მოუწოდა საზოგადოებას, აუცილებლად ატარონ დამცავი საშუალებები.

ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიშო კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისათვის 46 071 388 კაცს აღწევს. აქედან გარდაიცვალა 1 195 408 და განიკურნა 30 823 597 პაციენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0