09:09 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1233)
52 0 0

ნიდერლანდებმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო და ქვეყნის მოქალაქეებისთვის მკაცრი შეზღუდვები დააწესა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში მუდმივად მცხოვრებ (რეზიდენტ) პირებს ნიდერლანდებში ტურისტული მიზნებით შესვლა აეკრძალათ, ნათქვამია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში 27 ოქტომბრიდან შევიდა. საელჩოს ინფორმაციით, ნიდერლანდებმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. მანამდე საქართველო „მწვანე ქვეყნებს“ მიეკუთვნებოდა და ქვეყნის მოქალაქეებს 1 ივლისიდან ნიდერლანდებში მოგზაურობის ნებართვა ჰქონდათ.

ახალი წესების თანახმად, საქართველოდან ნიდერლანდებში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს (მათი ოჯახის წევრებს) გამონაკლისის სახით რამდენიმე შემთხვევაში შეუძლია. კერძოდ, თუ პირი არის ევროკავშირის ქვეყნების ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე; ნორვეგიის, ისლანდიის, შვეიცარიის, მონაკოს, ანდორას, სან–მარინოს ან წმინდა საყდრის (ვატიკანის) მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.

ნიდერლანდების ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ ის პირებიც, რომელთაც აქვთ გრძელვადიანი ვიზა (MVV), მუშაობენ ქვეყანაში (ექიმი, მედდა, ტრაილერის მძღოლი, მკვლევარი და ა.შ.), რეგულარულად კვეთენ საზღვარს (cross-border commuter), დასაქმებული არიან  ენერგეტიკის სფეროში, ქარის ელექტროსადგურზე, ოფშორულ კომპანიებში და ა.შ. 

საზღვრის კვეთის დროს აუცილებელია მოქალაქეს თან ჰქონდეს ტერიტორიაზე შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მათ, შეიძლება, ათდღიანი კარანტინის გავლა მოუწიოთ.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ ნიდერლანდების მთავრობის ვებ-გვერდზე.

ნიდერლანდებში კორონავირუსის 311 889 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 7 142 ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში ეპიდვითარება ყოველღდიურად უარესდება.

28 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33858-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი, გარდაიცვალა 253 პაციენტი.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1233)

მთავარი თემები