მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სკანდალი აშშ-ში: სექს-სექტის ლიდერს 120 წლით პატიმრობა მიესაჯა

© Pixabay / MarcelloRabozziციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავის მიმართ გულმოწყალების გამოჩენას მისი ორმოცდაათზე მეტი მიმდევარი ითხოვდა, რომლებიც წერილობით მიმართავდნენ სასამართლოს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ნიუ-იორკში სექს-კულტ NXIVM-ის („ნექსიუმი“) ლიდერ კიტ რანიეს, რომელმაც თაღლითური გზით შეძლებული ქალბატონებისგან ერთგვარი ჰარემი შექმნა, სასამართლომ 120 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება New York Times.

​გავრცელებული ინფორმაციით, რანიე აცდუნებდა მდიდარ ადამიანებს, რომლებსაც „მაღალი ცხოვრებისეული მიზნები“ არ ჰქონდათ და საკუთარი ორგანიზაციის ფარგლებში მათ „პიროვნული სრულყოფის ტრენინგებს“ სთავაზობდა. ამ გზით ის მეტად პოპულარული გახდა ჰოლივუდსა და ბიზნეს-წრეებში.

ბრალდების თანახმად, კიტ რანიე ქალებს სექსუალურ მონებად იყენებდა, ბევრ მათგანს საიდუმლო ცერემონიაზე საკუთარი ინიციალების დამღას ადებდა, აშიმშილებდა და ფულს სძალავდა მათ. ამასთან, ახდენდა რა ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, ის აიძულებდა ქალებს, გაეგზავნათ მისთვის შიშველ მდგომარეობაში გადაღებული ფოტოები, რათა კომპრომატად გამოეყენებინა იმ შემთხვევაში, თუ ქალები მის ორგანიზაციასთან კავშირის გაწყვეტას მოისურვებდნენ.

ამასთან 60 წლის კიტ რანიეს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობა და ასევე სხვა დანაშაულებიც ედებოდა ბრალად.

სასამართლოზე რანიეს წინააღმდეგ მისმა თხუთმეტმა მსხვერპლმა მისცა ჩვენება. ამასთან 50-ზე მეტი ადამიანი წერილობით ითხოვდა კულტის ლიდერის მიმართ გულმოწყალების გამოჩენას, ვინაიდან რანიეს „ტრენინგებმა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა“.

გარდა ფაქტობრივად სამუდამო პატიმრობისა, სასამართლომ სექს-სექტის ლიდერს 1,75 მლნ დოლარის ჯარიმაც დააკისრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0