17:52 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (572)
13710

იაპონელმა მკვლევარებმა ერთწლიანი ექსპერიმენტი ჩაატარეს 500-მდე ადამიანზე, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შეუზღუდავად სვამდნენ პომიდვრის წვენს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პომიდვრის წვენს შეუძლია არტერიული წნევის დარეგულირება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკის შემცირება, აცხადებენ ტოკიოს მედიცინისა და სტომატოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია სამეცნიერო პორტალზე Food Science & Nutrition

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჩვენი ნამუშევარი არის პირველი კვლევა, რომელიც შეისწავლის პომიდვრის ან პომიდვრის პროდუქტების გამოყენების გავლენას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკზე მთელი წლის განმავლობაში და ფართო ასაკობრივ დიაპაზონში“, – ნათქვამია კვლევაში.

იაპონელი მეცნიერების ექსპერიმენტში 184 კაცმა და 297 ქალმა მიიღო მონაწილეობა. სპეციალისტებმა მათ შესთავაზეს, რომ ერთი წლის განმავლობაში შეუზღუდავი რაოდენობით მიეღოთ უმარილო პომიდვრის წვენი.

შედეგად – არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 94 მოხალისეს არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შეუმცირდა. გარდა ამისა, 125 პაციენტს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე („ცუდი ქოლესტერინი“) დაუქვეითდა.

მანამდე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰიპერტონიული კრიზის დროს, როდესაც მაჩვენებლები ზემოთ იწევს, მედიკამენტების დახმარებით წნევის ძალიან მკვეთრმა შემცირებამ შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (572)

მთავარი თემები