პირველი სენსაციური აღმოჩენა: NASA-მ მთვარის ზედაპირზე წყალი იპოვა

© photo: Pixabay / WikiImagesმთვარის ზედაპირი
მთვარის ზედაპირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
NASA-ს მკვლევარებმა წყალი მთვარის იმ ნაწილში აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწიდან ჩანს, თუმცა მანამდე მიაჩნდათ, რომ მაცოცხლებელი სითხე მის ბნელ ნაწილში შეიძლებოდა ყოფილიყო.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მთვარის იმ ნაწილში, რომელიც დედამიწიდან ჩანს, პირველად დადასტურდა წყლის არსებობა, განაცხადეს აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტო NASA-ს წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე.

​აღმოჩენა გაკეთდა კვლევისას, რომელიც გერმანულ–ამერიკულ სტრატოსფერულ ობსერვატორია SOFIA-ში მიმდინარეობდა. ეს ობსერვატორია Boeing 747-ის ბორტზეა განთავსებული.

„ჩვენ პირველად შეგვიძლია დავადასტუროთ წყლის არსებობა მთვარის მზით განათებულ ნაწილში იმ მონაცემების წყალობით, რომლებიც SOFIA-ს ტელესკოპით მივიღეთ. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, შევძლებთ თუ არა მის გამოყენებას რესურსის სახით. მთვარეზე წყლის ძებნას საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჩვენი კვლევითი გეგმებისთვის პროგრამა Artemis-ის ფარგლებში“, — წერს სოციალურ ქსელში NASA-ს ხელმძღვანელი ჯიმ ბრაიდენსტაინი.

წყლის მოლეკულები მთვარის სამხრეთ ნახევარსფეროში, კლავიუსის კრატერშია აღმოჩენილი, რომელიც დედამიწიდან ჩანს. მიღებული მონაცემების თანახმად, კრატერის ერთ კუბურ მეტრ ნიადაგში დაახლოებით 0,3 ლიტრი წყალია. მკვლევარები მანამდე ვარაუდობდნენ, რომ წყალი მთვარეზე შესაძლოა მთვარის ბნელ მხარეზე არსებულ კრატერებში ყოფილიყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0