მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნორვეგია კარანტინს ამკაცრებს: ცნობილი გახდა თარიღი და ქვეყანაში შესვლის ახალი წესი

© AFP 2024 / Oli Scarffკორონავირუსი მსოფლიოში
კორონავირუსი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ნორვეგიაში სამი დღის განმავლობაში რვა ადამიანს გამოუვლინდა კორონავირუსის ახალი მუტაცია, რომლის მახასიათებლებიც ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის ეპიდემიის გააქტიურების გამო ნორვეგია საკარანტინო ზომებს აძლიერებს, იუწყება გამოცემა „დოიჩე ველე“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინა ჟენევაში - Sputnik საქართველო
ჯანმო კორონავირუსის უფრო მომაკვდინებელი მუტაციების შესახებ განმარტებას აკეთებს

გავრცელებული ინფორმაციით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირმა „წითელ ზონაში“ ჩართო, 31 ოქტომბრის შემდეგ ნორვეგიაში შესვლის შემთხვევაში ათდღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ამასთან, 28 ოქტომბრიდან ნორვეგიელებს ეკრძალებათ სტუმრების მიღება ხუთ კაცზე მეტი ოდენობით, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 50-ს. აქამდე ეს ლიმიტი 200 კაცით განისაზღვრებოდა.

მანამდე ნორვეგიაში სამი დღის განმავლობაში რვა ადამიანს გამოუვლინდა კორონავირუსის ახალი მუტაცია, რომლის მახასიათებლებიც ჯერჯერობით უცნობია. 

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსი SARS-CoV-2, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, სტაბილურობას ინარჩუნებს და მის სახიფათო მუტაციაზე არაფერი მიანიშნებს.

ყველა ახალი ამბავი
0