მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯანმო კორონავირუსის უფრო მომაკვდინებელი მუტაციების შესახებ განმარტებას აკეთებს

© AFP 2024 / FABRICE COFFRINIჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინა ჟენევაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინა ჟენევაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში პანდემიის დაწყების მომენტიდანვე ამოქმედდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ახალი კორონავირუსის მუტაციებს აკვირდება.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსი SARS-CoV-2, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, სტაბილურობას ინარჩუნებს და მის სახიფათო მუტაციაზე არაფერი მიანიშნებს, განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ჟენევაში გამართულ მედია-ბრიფინგზე.

​მათი თქმით, ჯერჯერობით ასევე არ არსებობს არანაირი დასტური იმისა, რომ ვირუსი უფრო მომაკვდინებელი გახდა.

„თუ ვირუსი გამოავლენს ისეთ მუტაციას, რომელიც ტესტირების მეშვეობით მისი დიაგნოსტირების შესაძლებლობას შეცვლის, უკიდურესად მნიშვნელოვანია ვაქცინისა და წამლის არსებობა. მაგრამ ამ დროისათვის ვირუსი სტაბილურია. აქვს ნორმალური მუტაციები და გვაქვს მისი დიაგნოსტირებისა და თერაპევტული მკურნალობის საშუალებები“, — განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა მარია ვან კერკჰოვემ.

ექსპერტის თქმით, ჯანმომ პანდემიის დაწყების მომენტიდანვე აამოქმედა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ახალი კორონავირუსის მუტაციებს აკვირდება.

ის ფაქტი, რომ SARS-CoV-2-ს ახალი საშიში და უფრო სასიკვდილო მუტაციები არ გამოუვლენია, ასევე დაადასტურა ჯანმოს საგანგებო ვითარებათა პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა.

  • „ჩვენ გამუდმებით ვაკვირდებით ვირუსის ცვლილებებს... არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ვირუსი უფრო ადვილად გადამდები ან უფრო მომაკვდინებელი გახდა“, — აღნიშნა მან.

ამ დროისათვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 43 490 206 კაცს შეადგენს, რომელთაგან 1 159 425 გარდაიცვალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0