მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სამედიცინო კანაბისის ლეგალიზაციას უკრაინელების 70%-მა დაუჭირა მხარი

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები უკრაინაში
არჩევნები უკრაინაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნების პარალელურად გამოკითხვაც ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი საკითხი სამედიცინო კანაბისის ლეგალიზაციას ეხებოდა.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სამედიცინო კანაბისის ლეგალიზაციას უკრაინის მოსახლეობის 70% უჭერს მხარს – ასეთია პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული გამოკითხვის შედეგები, რომელიც ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების პარალელურად ჩაატარა სოცილოგიურმა ჯგუფმა „რეიტინგმა“ და რომელიც უკრაინისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე თემას შეეხებოდა.

კანაფი - Sputnik საქართველო
ზეთარი და ჰასშვარობა – კანაფის, ანუ კანაბისის კულტი საქართველოში
„კანაბისის ლეგალიზაციას სამედიცინო მიზნით, მძიმედ დაავადებულებისთვის ტკივილების გასაყუჩებლად, მხარს არჩევნებსა და გამოკითხვაში მონაწილეთა 70% და ასევე იმათი ნახევარი უჭერს, ვინც პრეზიდენტის გამოკითხვაში არ მონაწილეობდა“, — განაცხადა „რეიტინგის“ დირექტორმა ალექსეი ანტიპოვიჩმა.

ჯგუფის ეგზიტპოლის თანახმად, ზელენსკის მიერ ინიცირებულ გამოკითხვაში არჩევნებზე გამოცხადებული უკრაინელების 67%-მა მიიღო მონაწილეობა, 33%-მა კი თავი შეიკავა.

სამედიცინო კანაბისის ლეგალიზების გარდა, გამოკითხვა ასევე მოიცავდა უკრაინისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სამუდამო პატიმრობის შემოღება განსაკუთრებით დიდი ოდენობით კორუფციისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა, პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის შემცირება და ასევე უკრაინის უფლება, გამოიყენოს ბუდაპეშტის მემორანდუმით განსაზღვრული უსაფრთხოების გარანტიები.

აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმისგან განსხვავებით, გამოკითხვის შედეგებს იურიდიული ძალა არ აქვს და მხოლოდ კონსულტაციურ ხასიათს ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0