14:20 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1229)
111 0 0

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ COVID-19-ის გავრცელებამ მსოფლიოში უკიდურესად საშიშ ტრაექტორიას მიაღწია.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. უახლოესი რამდენიმე თვე კორონავირუსის პანდემიის გამო მთელი მსოფლიოსთვის ურთულესი იქნება. ასეთი განცხადებით გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი.

ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ COVID-19-ის გავრცელებამ მსოფლიოში უკიდურესად საშიშ ტრაექტორიას მიაღწია.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ბევრ სახელმწიფოში კორონავირუსით ინფიცირების დონის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. მისი თქმით, შემდგომში მოვლენათა მსგავსმა განვითარებამ შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის რესურსები ამოწუროს.

ჯანმოს ხელმძღვანელმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ჯანდაცვის სისტემაში კოლაფსი არ დაუშვან, მოსახლეობაში სიკვდილიანობის ზრდა და სკოლების დაკეტვა აღკვეთონ.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ რეკორდს აჭარბებს, ერთ დღე-ღამეში COVID-19-ის 465 322 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.

მანამდე რეკორდული იყო 23 ოქტომბრის მონაცემები - 445 419 შემთხვევა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში სულ 42,05 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, 1,1 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით კი, ამ დროისათვის სულ დაფიქსირდა 42 562 830 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 1 149 202-ს მიაღწია. შემთხვევების რაოდენობით კვლავ ლიდერობენ აშშ (8 575 177), ინდოეთი (7 814 682 ) და ბრაზილია(5 380 635). გარდაცვლილთა რიცხვის მიხედვით მონაცემები ასეთია: აშშ - 224 889, ბრაზილია - 156 903, ინდოეთი - 117 956.

ჯანმომ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1229)

მთავარი თემები