11:25 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2308)
56 0 0

შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია თურქეთში მყოფ ყველა ამერიკელს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის დიპლომატიურმა მისიებმა თურქეთში ვიზების გაცემა შეაჩერეს მას შემდეგ, რაც გაზრდილი ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, იუწყება აშშ-ის საელჩო ანკარაში.

„აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ თურქეთში მიიღო სარწმუნო ცნობა პოტენციური ტერორისტული შეტევების შესახებ და ასევე ამერიკელი და უცხოეთის სხვა მოქალაქეების სტამბულში გატაცების თაობაზე. მუქარა ასევე მიმართულია აშშ-ის გენერალური საკონსულოს მიმართ... ყველა სავიზო მომსახურება თურქეთში არსებულ წარმომადგენლობებში (ანკარაში საელჩოში, სტამბულში, ადანსა და იზმირში საკონსულოების ჩათვლით) დროებით შეჩერებულია“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, თურქეთში მყოფ ამერიკელებს აშშ-ის დიპლომატიური მისია გაძლიერებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს მასობრივი თავშეყრის ადგილებში — დიდ საოფისე შენობებსა და სავაჭრო ცენტრებში.

თემები:
მსოფლიო დღეს (2308)

მთავარი თემები