მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ექიმებმა 5 წლის ბიჭს ტრაქეიდან უზარმაზარი ცოცხალი წურბელა ამოუღეს: ვიდეო

© FL/ Sarahწურბელა
წურბელა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმები ვარაუდობენ, რომ პარაზიტი ბავშვის ორგანიზმში მას შემდეგ მოხვდა, რაც დაბინძურებული წყალი დალია.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ხუთი წლის ბიჭუნას ექიმებმა ტრაქეიდან უზარმაზარი წურბელა ამოუღეს, იუწყება გაზეთი The Daily Mail.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთის პროვინცია იუნანის საავადმყოფოში მოხდა.

​ირკვევა, რომ მანამდე ბავშვი მთელი წლის განმავლობაში უჩიოდა ყელის ტკივილსა და გაძნელებულ სუნთქვას. მშობლებმა სცადეს შვილისთვის თვითონ ემკურნალათ, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და საბოლოოდ ექიმებს მიმართეს.

ბავშვის გამოკვლევის პროცესში ექიმმა მის ტრაქეაში ცოცხალი წურბელა აღმოაჩინა და სასწრაფოდ ოპერაცია დანიშნა. ბიჭს პარაზიტი, რომელიც უკვე ზრდასრული ადამიანის ხელისგულის სიგრძის იყო, 16 ოქტომბერს ამოუღეს ქირურგიული გზით.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წურბელა ბავშვის ორგანიზმში დაბინძურებული წყლის დალევის შედეგად მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0