მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დუბაიში მსოფლიოს უდიდესი შადრევანი გაიხსნა: ვრცელდება სუნთქვის შემკვრელი ვიდეო

© Pixabay / keerthichnდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შადრევანი დაახლოებით 1,3 ათას კვ.კმ-ს იკავებს, აღჭურვილია 128 უმძლავრესი ტუმბოთი და წყლის ნაკადს 105 მეტრ სიმაღლეზე ტყორცნის.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. დუბაიში დღეს მსოფლიოში უდიდესი შადრევანი გაიხსნა, რომელიც უკვე შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, იუწყება გამოცემა Forbes.

შადრევნის გახსნა მთელ მსოფლიოში გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით.

შადრევანი The Palm Fountain დუბაის სანაპირო რაიონში, კუნძულ პალმა ჯუმეირაზე აიგო და ის დაახლოებით 1,3 ათას კვადრატულ კილომეტრს იკავებს. შადრევანი აღჭურვილია 128 უმძლავრესი ტუმბოთი, რომლებიც ცაში სხვადასხვა ფერის წყლის ნაკადებს 105 მეტრ სიმაღლეზე ტყორცნის.

აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ფერადი შადრევანია დუბაიში, რომელზეც 3 ათასზე მეტი შუქდიოდური ნათურა დაიხარჯა.

გავრცელებული ცნობით, The Palm Fountain მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ წარმოადგენს სამწუთიან ელვარე შოუს.

აქამდე მსოფლიოს უდიდეს შადრევნად კორეის „მთვარის ცისარტყელა“ მიიჩნეოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0