მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჰაკერმა ტრამპის ტვიტერ-აკაუნტი „გატეხა“: პაროლი მარტივი გამოდგა

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშიTwitter
Twitter - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე აშშ-ში პოლიციამ დააკავა 17 წლის ბიჭი, რომელმაც Twitter-ში ბილ გეიტსის, ილონ მასკის, კანიე უესტის, ჯეფ ბეზოსისა და ბარაკ ობამას აკაუნტები „გატეხა“.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საინფორმაციო უსაფრთხოების ჰოლანდიელი ექსპერტი ვიქტორ ჰავერსი ირწმუნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის Twitter-აკაუნტში შეაღწია, იუწყება გამოცემა De Volkskrant.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოსწორდით, თორემ დაგხურავთ: დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებს ემუქრება

ჰავერსის თქმით, მან ეს ოქტომბრის შუა რიცხვებში მოახერხა, როდესაც მეხუთე მცდელობით ამოიცნო ამერიკის ლიდერის პაროლი. მისი მტკიცებით, ტრამპის აკაუნტი დაცული იყო კომბინაციით maga2020!

აღსანიშნავია, რომ MAGA — ეს არის დონალდ ტრამპის ლოზუნგის Make America Great Again („ვაქციოთ ამერიკა კვლავ დიდებულად“) აბრევიატურა.

„ველოდებოდი, რომ ოთხი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დამბლოკავდნენ, ან, სულ ცოტა, დამატებით ინფორმაციას მაინც მომთხოვდნენ“, — ამბობს ჰავერსი.

თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა და ჰაკერმა მეხუთე მცდელობით „გატეხა“ პრეზიდენტის აკაუნტი.

ამასთან Twitter-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათ არ უნახავთ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს ოდესმე მართლაც ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის აკაუნტზე წვდომა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვიქტორ ჰავერსი პრეზიდენტის Twitter-ში აღწევს. 2016 წელს მან ასევე მოარგო პაროლი ამერიკის ლიდერის სოციალურ ქსელს. ირკვევა, რომ მაშინ ტრამპი პაროლად სიტყვა yourefired-ს („მოხსნილი ხარ“) იყენებდა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მანამდე აშშ-ში პოლიციამ დააკავა 17 წლის ფლორიდელი გრემ ივან კლარკი, რომელმაც Twitter-ში რამდენიმე ცნობილი ადამიანის აკაუნტები „გატეხა“. მათ შორის იყვნენ: ბილ გეიტსი, ილონ მასკი, კანიე უესტი, ჯეფ ბეზოსი და ბარაკ ობამა.

ყველა ახალი ამბავი
0