13:23 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2313)
16010

მეთოდს, რომლის ეფექტურობაც სტრესის მოხსნის კუთხით უკვე დადასტურებულია, შვეიცარიაში და შეერთებულ შტატებშიც მიმართავენ.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ნიდერლანდებში სტრესის მოხსნის ახალი ტრენდი გაჩნდა — ადამიანები ფერმებში მიდიან ძროხებთან ჩასახუტებლად, იუწყება ბრიტანული ტელეარხი BBC.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პრაქტიკის მომხრეები, რასაც koe knuffelen ეწოდა („ძროხასთან ჩახუტება“), მიიჩნევენ, რომ ამ ცხოველის დიდი ზომა, თბილი სხეული, ადამიანთან შედარებით ნელი გულისცემა ხელს უწყობს ჰორმონ ოქსიტოცინის გამომუშავებას, რომელიც სტრესთან ბრძოლაში ეხმარება ადამიანს.

აღსანიშნავია, რომ ერთ ექსკურსანტთან „ჩახუტების“ შემდეგ ფერმაში ძროხას ორი–სამი საათით ასვენებენ.

ტელეარხის ცნობით, koe knuffelen-ის პრაქტიკა ნიდერლანდებში დაახლოებით ათი წლის წინ გაჩნდა, თუმცა ფართო მასშტაბები ახლაღა შეიძინა. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ ასეთივე მეთოდს შვეიცარიაში და აშშ-შიც მიმართავენ, ვინაიდან დადასტურებულია, რომ მსხვილ ძუძუმწოვრებთან ურთიერთობა დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2313)

მთავარი თემები