მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებას აპირებს

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირისა და საქარტველოს დროშები
ევროკავშირისა და საქარტველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც Reuters-ის ორმა დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, წინადადება კვირის ბოლომდე გაფორმდება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან არც ერთი არ იქნება მისი წინააღმდეგი.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი აპირებს ამოიღოს კანადა, საქართველო და ტუნისი „თეთრი სიიდან“, რომელშიც COVID-19-ის პანდემიის პირობებში მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნები შედიან და რომლებთანაც შენგენის ზონის სახელმწიფოებს გარე საზღვრების გახსნის უფლება აქვთ, იუწყება სააგენტო Reuters ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

ავრობუსი. - Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგი: ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ძირითადი წყაროა

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, „თეთრ სიას“ დაემატება სინგაპური.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ამ სამ სახელმწიფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო მიიღეს.

როგორც მოსალოდნელია, ახალი სია ოფიციალურად კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება. თუმცა, როგორც Reuters-ის ორმა დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, წინადადება კვირის ბოლომდე გაფორმდება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან არც ერთი არ იქნება მისი წინააღმდეგი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ „თეთრ სიას“, სავარაუდოდ, ცხრა ქვეყანა დაემატება: ავსტრალია, ჩინეთი, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, ტაილანდი, ურუგვაი, სამხრეთ კორეა და იაპონია.

მანამდე ევროკავშირის საბჭომ განმარტა, რომ მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის კრიტერიუმები გაერთიანების არაწევრი ქვეყნების მიმართ მოიცავს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებას, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ეროვნულ ღონისძიებებს და ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს.

ყველა ახალი ამბავი
0