მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ელისაბედ II-მ უკიდურესად იშვიათი პრეროგატივა გამოიყენა და მკვლელი შეიწყალა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდედოფალი ელიზაბეტი
დედოფალი ელიზაბეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედოფლის შეწყალებას მხარს უჭერს გალანტის მიერ მოკლული მეხანძრის ოჯახიც – დაღუპულის ვაჟის თქმით, მომხდარი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ უკიდურესად იშვიათი პრეროგატივა გამოიყენა და შეიწყალა მკვლელი, რომელმაც 2019 წლის ნოემბერში ლონდონის ხიდზე ტერორისტის შეჩერებაში მიიღო მონაწილეობა, იუწყება გამოცემა Daily Mail.

​გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის სტივენ გალანტი 2005 წელს დააპატიმრეს მეხანძრის მკვლელობისთვის და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2019 წლის 29 ნოემბერს, მიიღო რა ციხის ხელმძღვანელობისგან საპატიმროდან გასვლის უფლება პატიმრებისთვის სარეაბილიტაციო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ის შემთხვევის წყალობით მოხვდა ლონდონის ხიდზე, სადაც 28 წლის უსმან ჰანი გამვლელებს დაესხა თავს მოსაკლავად. 

ირკვევა, რომ გალანტს იმ დღეს თან ჰქონდა ნარვალის (ზღვის ძუძუმწოვარი) ეშვი, რომელიც მას ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა აჩუქა. სწორედ ამ ეშვის დახმარებით შეაჩერა მან სხვა გამვლელებთან ერთად დანებითა და თვითმკვლელის ჟილეტის მულაჟით აღჭურვილი ჰანი პოლიციის მოსვლამდე. საბოლოოდ ტერორისტი სწორედ სამართალდამცველებმა მოკლეს.

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედოფალმა ელისაბედ II-მ გამოიყენა იშვიათი სამეფო პრეროგატივა გალანტის შეწყალების თაობაზე, რომლის ქმედებებიც ქვეყნის ხელისუფლებამ „უკიდურეს სიმამაცედ“ შეაფასა.

გამოცემის ინფორმაციით, მართალია, სტივენ გალანტის გათავისუფლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ უნდა მიიღოს, მაგრამ უარის თქმის შანსი თითქმის არ არსებობს.  

აღსანიშნავია ისიც, რომ დედოფლის შეწყალებას მხარს უჭერს გალანტის მიერ მოკლული მეხანძრის ოჯახიც. დაღუპულის ვაჟის თქმით, მომხდარი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი. 

უსმან ჰანი გამვლელებს გასული წლის 29 ნოემბერს დაესხა თავს ლონდონის ხიდზე და ხუთი ადამიანი დაჭრა, რომელთაგან ორი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ჰანი, რომელიც 2012 წელს დააპატიმრეს ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის გამო, 2018 წელს გათავისუფლდა ციხიდან.

ყველა ახალი ამბავი
0