მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მამალი მიმინო 173 ათას დოლარად გაიყიდა: ვრცელდება ვიდეო აუქციონიდან

გამოწერა
მიმინოებით ნადირობა არაბეთის უდაბნოს მოსახლეობის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მას ათასობით წლის ისტორია აქვს.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ახალგაზრდა მამალი მიმინო საუდის არაბეთში გამართულ აუქციონზე რეკორდულ თანხად, 173 ათას დოლარად გაიყიდა, იუწყება ტელეარხი Al Arabiya.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ყველაზე დიდი თანხაა სპარსეთის ყურის ქვეყნების ისტორიაში, რომელიც მონადირე ფრინველების ამ სახეობაში ოდესმე გადაუხდიათ.

​აღსანიშნავია, რომ მიმინოს თავდაპირველი ღირებულება აუქციონზე 30 ათასი დოლარი იყო.

როგორც ირკვევა, აუქციონი საუდის არაბეთის მიმინოების კლუბის წევრებმა მოაწყვეს ზამთრის სანადირო სეზონის დაწყების წინ. მათი თქმით, უდაბნოს მიმინო შაჰინი, რომლის წონაც 1,1 კგ-ია, ველურ ბუნებაშია დაჭერილი ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთში.

მიმინოებით ნადირობა არაბეთის უდაბნოს მოსახლეობის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მას ათასობით წლის ისტორია აქვს. მონადირე ფრინველები მყიდველებს ძალიან აინტერესებთ, რის გამოც არაბეთში ყოველწლიურად დაახლოებით 2,7 მლნ ფრინველს იჭერენ ან ხოცავენ. გამომდინარე აქედან, სახელმწიფო მხარს უჭერს ოფიციალურ აუქციონებსა და ტურნირებს, სადაც მიმინოების წარმოშობის კანონიერება დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0