16:09 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2190)
64 0 0

ტრამპმა აღიარა, რომ მას ნამდვილად აქვს დაახლოებით 400 მლნ დოლარის საკრედიტო ვალი, თუმცა ეს მისი ქონების „ძალიან მცირე პროცენტია“.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ვალები მაქვს, მაგრამ არა რუსეთისა, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიამიში ამომრჩევლებთან შეხვედრისას, რომელსაც ტელეკომპანია NBC პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

ამასთან პრეზიდენტმა აღიარა, რომ მას ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს რომელიმე უცხოური ბანკისა თუ კომპანიის ვალი.

„არა, არანაირი ვალი არ მაქვს რუსეთის მიმართ. მაქვს ძალიან, ძალიან მცირე რაოდენობის, ე.წ. იპოთეკური კრედიტები“, — განმარტა მან.

ამასთან ტრამპს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად ვისი კრედიტები აქვს გასასტუმრებელი, თუმცა აღნიშნა, რომ მისი დავალიანება, ანუ დაახლოებით 400 მლნ დოლარი, მისი ქონების „ძალიან მცირე პროცენტია“.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის ლიდერმა ეს განმარტება იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც სექტემბერში გაავრცელა გაზეთმა The New York Times-მა. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპი ბოლო 10 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადებს არ იხდიდა და მისი დავალიანება ამ დროისათვის 421 მლნ დოლარს შეადგენს. თუმცა გაზეთმა ვერ მოძებნა იმის მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტს რუსეთის მიმართაც აქვს დავალიანება.

თემები:
მსოფლიო დღეს (2190)

მთავარი თემები