06:52 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1174)
97 0 0

სსფ-ში „უკიდურესი გაურკვევლობის ამჟამინდელ მომენტში“ ქვეყნების მხარდასაჭერად დაკრედიტების ბერკეტების შემდგომი მორგების ვარიანტები განიხილება

თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მსოფლიოს დაკარგული მშპ-ს სახით თითქმის 30 ტრილიონი დოლარი დააკარგვინა, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) განმკარგველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ. ამის შესახებ РИА Новости იტყობინება.

„არსებული შეფასებებით, შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში კრიზისი დაკარგული მშპ-ს 28 ტრილიონი დოლარი შეიძლება დაგვიჯდეს“, - განაცხადა გეორგიევამ სსფ-ს და მსოფლიო ბანკის საშემოდგომო შეხვედრების გახსნაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ კრიზისის დროს სსფ-მა ვალდებულებები ქვეყნების დაკრედიტებაზე 280 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, ამასთან ამ თანხის თითქმის მესამედი მარტიდან დამტკიცდა.

„წევრი ქვეყნების მხარდასაჭერად ისევ გაგვაჩნია მნიშვნელოვანი რესურსები 1 ტრილიონი დოლარის ოდენობით ჩვენი საკრედიტო პოტენციალიდან. დაფინანსება 81 ქვეყანას გამოვუყავით. უღარიბესი წევრი ქვეყნებისთვის ვალის გადახდა შევაჩერეთ და უპროცენტო საფუძველზე დაკრედიტებისთვის 21 მილიარდი დოლარის აკუმულირება მოვახდინეთ“, - განაცხადა გეორგიევამ.

მისი თქმით, სსფ „უკიდურესი გაურკვევლობის ამჟამინდელ მომენტში“ ქვეყნების მხარდასაჭერად დაკრედიტების ბერკეტების შემდგომი მორგების ვარიანტები განიხილავს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1174)

მთავარი თემები