მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიდერლანდებში 12 წლამდე ბავშვების ევთანაზიის დაშვება სურთ

© photo: Sputnik / Ygor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიექიმი სინჯავს ჩვილ ბავშვს
ექიმი სინჯავს ჩვილ ბავშვს  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის ნიდერლანდებში ევთანაზია დაშვებულია ერთ წლამდე ასაკის ჩვილებისა და ასევე 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მიმართ – მშობლების თანხმობით.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრმა ჰუგო დე იონგემ წამოაყენა წინადადება, დაიშვას უკურნებელი სენით დაავადებული 1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ევთანაზია, იუწყება BBC.

პიგმენტური ლაქები ხელებზე - Sputnik საქართველო
მსოფლიოს უხუცესი მეცნიერი ევთანაზიისთვის შვეიცარიაში მიემგზავრება

ამ დროისათვის ქვეყანაში ევთანაზია კანონით დაშვებულია 12 წელზე უფროსი ასაკისა და ერთ წლამდე ასაკის ბავშვების მიმართ — მშობლების თანხმობით.

ჰუგო დე იონგეს თქმით, კანონში ცვლილების შეტანა ზოგ ბავშვს „უიმედო და აუტანელი ტანჯვისგან“ გაათავისუფლებს.

„კვლევამ აჩვენა, რომ ექიმებსა და მშობლებს შორის არსებობს უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის სიცოცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, რომლებიც უიმედოდ და აუტანლად იტანჯებიან და ახლო მომავალში გარდაიცვლებიან“, — ნათქვამია იონგეს პარლამენტისადმი მიმართვაში.

მისი თქმით, იგივე კვლევა ცხადყოფს, რომ ევთანაზია წელიწადში 5–10 ბავშვს შეეხება.

როგორც მოსალოდნელია, ცვლილება უახლოეს თვეებში იქნება მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ამ იდეას მხარს უჭერენ ნიდერლანდების მშობელთა საბჭოები, პედიატრთა ასოციაცია და ასევე რამდენიმე პოლიტიკური პარტია, მათ შორის, მმართველ კოალიციაში შემავალიც. თუმცა ევთანაზიის დაშვებას ეწინააღმდეგება თავად ჯანდაცვის მინისტრის პარტია.

ნიდერლანდებში ევთანაზია 2002 წლიდანაა ლეგალიზებული. მეზობელმა ბელგიამ სულ რამდენიმე თვეში მიბაძა მის მაგალითს.

 

ყველა ახალი ამბავი
0