12:24 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2162)
196 0 0

ამერიკის ლიდერის საჯარო ცეკვამ, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, მხარდამჭერები აღაფრთოვანა, ხოლო მოწინააღმდეგეები გააღიზიანა.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპროვიზებულმა ცეკვამ, რომელიც პენსილვანიაში შეასრულა მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, სოციალური ქსელები ააფეთქა.

ამერიკის ლიდერის ცეკვა Twitter-ზე იუზერმა ბრენდონ დარბიმ გამოაქვეყნა და მიაწერა: „ისიამოვნეთ“.

​აღსანიშნავია, რომ პუბლიკაციას უამრავი კომენტარი მოჰყვა. ბევრი მომხმარებელი წერს, რომ „უბრალოდ გიჟდებიან ამ კაცზე“. თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც პრეზიდენტის იმპროვიზაცია „ძალიან პირფერულად“ შეაფასა.

სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს უთხრა, რომ კორონავირუსზე იმუნიტეტი აქვს და შეუძლია თითოეული მათგანი გადაკოცნოს.

„მე ახლა იმუნიტეტი მაქვს. შემიძლია ჩამოვიდე [ტრიბუნიდან] და ყველას გაკოცოთ — კაცსაც და ქალსაც. შეხედეთ იმ ახალგაზრდას, როგორი სიმპათიურია. მაგას გადავკოცნი — დიდი სიამოვნებთ არა, მაგრამ ეს ნორმალურია“, — თქვა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი კორონავირუსით ოქტომბრის დასაწყისში დაინფიცირდა და სამი დღე გაატარა საავადმყოფოში, რის შემდეგაც კვლავ თეთრ სახლში დაბრუნდა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2162)

მთავარი თემები