15:38 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1184)
208 0 0

მკვლევარებმა სხვადასხვა ზედაპირებზე დაიტანეს ვირუსი და დააკვირდნენ, რამდენი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა ის სიცოცხლის უნარს.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსი SARS-CoV-2 ზედაპირებზე 28 დღის განმავლობაში ინარჩუნებს აქტივობას, აცხადებენ დაავადებასთან ბრძოლის ცენტრის სპეციალისტები ავსტრალიიდან, რომელთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Virology Journal.

მეცნიერების თქმით, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს სმარტფონები და ფულის ბანკნოტები, რითიც აიხსნება კიდეც ეპიდემიის ხელახალი აფეთქება მთელ მსოფლიოში.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა სხვადასხვა ზედაპირებზე დაიტანეს ვირუსი და დააკვირდნენ, რამდენი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა ის სიცოცხლის უნარს.

გაირკვა, რომ მინაზე, მათ შორის, სმარტფონების ეკრანებზე, ვინილის, უჟანგავი ფოლადის, ბანკნოტებისა და საბანკო ბარათების ზედაპირებზე ვირუსი 28 დღის განმავლობაში ცოცხლობდა — 20 გრადუს სითბოზე. ჰაერის ტემპერატურის 30 გრადუსამდე გაზრდის შემთხვევაში ვირუსი პრიალა ზედაპირებზე სამი კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა სიცოცხლის უნარს, ხოლო 40 გრადუსზე — რამდენიმე დღეში იღუპებოდა.

ინარჩუნებს თუ არა სიცოცხლისუნარიანობას COVID-19 გაყინულ საკვებში?>>

დადგინდა ისიც, რომ ფოროვან ზედაპირებზე, მაგალითად, ქსოვილებზე მოხვედრილი კორონავირუსი ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე პრიალა ზედაპირებზე მოხვედრილი.

აღსანიშნავია, რომ მეცნირებმა ყველაზე სახიფათო ზედაპირად სმარტფონები მიიჩნიეს, ვინაიდან, მათი თქმით, ადამიანებს არ აქვთ ტელეფონების რეგულარულად დეზინფიცირების ჩვევა.

„ამით შეიძლება აიხსნას, რატომ ბრუნდება ეპიდემია მაშინაც კი, როცა გადამდები ადამიანები აღარ არიან და ქვეყანა ვირუსისგან თავისუფლად მიიჩნევა“, — ამბობს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ტრევორ დრიუ.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კალიფორნიის უნვერსიტეტის მედიცინის პროფესორის მონიკა განდის აზრით, კორონავირუსი საერთოდ არ გადაეცემა ზედაპირებიდან და ინფიცირების მთავარი მიზეზი — ვირუსის მატარებელთან ახლო დისტანციაზე კონტაქტია.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1184)

მთავარი თემები