12:08 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (533)
546 0 0

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ახალი სიმპტომები შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს — ინფიცირებულთა ასაკისა და ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. კუნთების ტკივილი, დაღლილობა და წყლულები ფეხებზე შეიძლება იყოს კორონავირუსით ინფიცირების ნიშნები, იუწყება გამოცემა Daily Mail–ი ბრიტანელი მეცნიერების მოხსენებაზე დაყრდნობით, რომელიც მათ საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო კონსალტინგურ ჯგუფს წარუდგინეს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სიმპტომები შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს — ინფიცირებულთა ასაკისა და ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით.

ამასთან ირკვევა, რომ ქალებს უფრო მეტად ემუქრებათ კორონავირუსით ინფიცირების რისკი, ვინაიდან სწორედ ისინი ასრულებენ მეტ სამუშაოს სახლში და შეხება აქვთ ყველა მიკრობთან, რომლებიც ოჯახის სხვა წევრებს შეაქვთ შინ.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სიმპტომები არ შევა COVID-19–ის ინდიკატორების სიაში, რათა ტესტირების ცენტრები კიდევ მეტად არ გადაიტვირთოს.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსული დაავადების ოფიიალურ ნიშნებად მჩნეულია მაღალი ტემპერატურა, ხანგრძლივი ხველება და ყნოსვის უნარის დაკარგვა ან შეცვლა.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (533)

მთავარი თემები