მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთი ძვირს გადაიხდის პანდემიისთვის: ტრამპი პირობას დებს

© REUTERS / JONATHAN ERNSTდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დონალდ ტრამპი ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებაში სდებს ბრალს და მის ფინანსურად დასჯას მოითხოვს.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ჩინეთი ძვირს გადაიხდის მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებისთვის, პირობას დებს აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი.

აღნიშნულის თაობაზე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომელიც მის Twitter-ზეა გამოქვეყნებული.

​„ჩინეთს მოუწევს დიდი ფასის გადახდა იმისთვის, რაც მან ჩვენს ქვეყანას დამართა; ჩინეთი დიდ ფასს გადაიხდის იმისთვის, რაც მან მსოფლიოს დამართა“, — თქვა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესც დონალდ ტრამპი ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებაში სდებს ბრალს და მის ფინანსურად დასჯას მოითხოვს. მანამდე ის აცხადებდა, რომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ოფიციალურმა პეკინმა პანდემიის საფასური გადაიხადოს.

ამ დროისათვის აშშ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობით. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 7,5 მლნ-ს აჭარბებს, რომელთაგან 211 ათასი გარდაიცვალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0