მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრესამ ტრამპის სამდღიანი მკურნალობის ხარჯები დაითვალა: თანხა შთამბეჭდავია

© photo: AFP 2020 / BRENDAN SMIALOWSKIდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემამ დაითვალა არა მარტო მკურნალობის, არამედ პრეზიდენტის ვერტმფრენით მგზავრობის ხარჯებიც თეთრი სახლიდან ჰოსპიტლამდე და უკან.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკურნალობა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების გამო უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, 100 ათას დოლარზე მეტი დაჯდა, იუწყება გაზეთი New York Times.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
„უგუნური საქციელი“: ტრამპი საავადმყოფოდან ცოტა ხნით „გაიპარა“

გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ჰოსპიტალში სამი დღე გაატარა, შემდეგ კი რეზიდენციაში დაბრუნდა.

„მას დიდი რაოდენობით ტესტი გაუკეთდა კორონავირუსზე, მიიღო ჟანგბადი, სტეროიდები და ჩაუტარდა ანტისხეულებით ექსპერიმენტული მკურნალობის კურსი. ადამიანისთვის, რომელიც პრეზიდენტი არ არის, ასეთი მკურნალობა 100 ათას დოლარზე მეტი ეღირებოდა“, — აცხადებს NYT.

ამასთან გამოცემამ დათვალა ის ხარჯებიც, რომელიც პრეზიდენტის ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაყვანასა და უკან დაბრუნებას დასჭირდა — თანხამ 40 ათასი დოლარი შეადგინა.

დონალდ ტრამპი საავადმყოფოდან ორშაბათს გაეწერა სამდღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ. ოთხშაბათს ექიმებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტს უკვე აღარ აღენიშნება კორონავირუსის სიმპტომები.

 

ყველა ახალი ამბავი
0