02:53 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2204)
45 0 0

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა აღიარა, რომ საარჩევნო პროცესში ადგილი ჰქონდა ხმების მოსყიდვას.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო, იუწყება „Sputnik–ყირგიზეთი“ ქვეყნის ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

როგორც ყირგიზეთის ცესკოს წარმომადგენელმა კაირატ ოსმანალიევმა განმარტა, გადაწყვეტილებას საფუძვლად „შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია და მრავალრიცხოვანი დარღვევები“ დაედო.

„ცესკომ 12 ხმით მიიღო გადაწყვეტილება, ბათილად იცნოს არჩევნების შედეგები“, — დაწერა კომისიის კიდევ ერთმა წევრმა გულნარა ჯურაბაევამ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდნენ, ბიშკეკის ცენტრში საპროტესტო აქცია წამოიწყეს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დამარცხებული პარტიის „ყირგიზეთის სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი სეიიტბეკ ატამბაევია. პროტესტის მონაწილეები ხმის მიცემის შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. უკვე საღამოს მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო, რა დროსაც, ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაშავდა 686 და დაიღუპა ერთი ადამიანი.

მოგვიანებით რესპუბლიკის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა აღიარა, რომ საარჩევნო პროცესში ადგილი ჰქონდა ხმების მოსყიდვას.

ღამით დემონსტრანტები „თეთრ სახლში“ შეიჭრნენ, შემდეგ კი ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს ქვეყნის ეროვნული უშიშროების საგამოძიებო იზოლატორიდან. გარდა ექს-პრეზიდენტისა, აქცის მონაწილეებმა კოლონიიდან გაათავისუფლეს ყოფილი პრემიერი ჟანტორო სატიბალდიევიც. ამ დროისათვის შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ოპოზიციონერი ადახან მადუმაროვი ჩაუდგა სათავეში.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2204)

მთავარი თემები