11:57 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (533)
15310

ამერიკელმა და გერმანელმა ასტრობიოლოგებმა რამდენიმე ათასი ეგზოპლანეტის მონაცემები გააანალიზეს და მათგან ისეთები გამოყვეს, რომლებზეც სიცოცხლისთვის დედამიწაზე უკეთესი პირობებია.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. კოსმოსში არის პლანეტები, რომლებიც სიცოცხლისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე დედამიწა, ასკვნიან ამერიკელი და გერმანელი ასტრობიოლოგები, რომელთა კვლევაც გამოქვეყებულია ჟურნალში Astrobiology.

მკვლევარებმა ამ დროისათვის ცნობილი 4,5 ათასი ეგზოპლანეტის ტემპერატურის, სინოტივისა და სხვა ფაქტორების შესახებ მონაცემები გააანალიზეს და მათგან 24 გამოყვეს. ეს პლანეტები, მათი აზრით, დედამიწაზე ასაკოვანი, თბილი და, შესაძლოა, უფრო ტენიანიცაა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ასეთ პლანეტებზე სიცოცხლის განვითარებისთვის დედამიწაზე მეტი შესაძლებლობა არსებობს.   

მეცნიერების თქმით, ყველა ეს პლანეტა დედამიწიდან 100 სინათლის წლითაა დაშორებული. მათი შესწავლა მომავალში როგორც NASA-ს, ისე ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპებით — „ჯეიმს უებით“, LUVIOR-ით და PLATO-თი იქნება შესაძლებელი.

„ახალი კოსმოსური ტელესკოპებით ჩვენ მეტ ინფორმაციას მივიღებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწორი სამიზნეები ამოვარჩიოთ... არ უნდა მოვიმართოთ მეორე დედამიწის ძიებაზე, იმიტომ რომ შეიძლება არსებობდეს პლანეტები, რომლებიც სიცოცხლისთვის უფრო ხელსაყრელიც კია, ვიდრე ჩვენი პლანეტა“, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი დირკ შულცე-მაკუხი.

მეცნიერების აზრით, სიცოცხლისთვის ბევრად ვარგისია ის პლანეტები, რომლებიც დედამიწაზე 10–50%-ით დიდია, ვინაიდან ისინი, უფრო მძლავრი გრავიტაციის გამო, მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ შიდა სიმხურვალეს და ასევე ატმოსფეროს.

გარდა ამისა, მკვლევარები ამბობენ, რომ სიცოცხლე შედარებით იოლად შეიძლება განვითარდეს დედამიწაზე უფრო მაღალი ტენიანობისა და ოდნავ მეტი (დაახლოებით 5 გრადუსი ცელსიუსით) ტემპერატურის პირობებში.

ამასთან  მეცნიერები აღიარებენ, რომ ამ 24 პლანეტის მიკუთვნება „დასასახლებლად ზევარგისების“ კატეგორიისთვის სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათზე აუცილებლად არის სიცოცხლე, უბრალოდ, მათზე არსებობს ყველა პირობა რთული სიცოცხლის განვითარებისთვის.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (533)

მთავარი თემები