12:52 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2188)
127 0 0

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ადამიანებმა „თეთრი სახლი“ აიღეს და ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ყირგიზეთის დედაქალაქში დაწყებული საპროტესტო აქცია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პარტიებმა წამოიწყეს, ორშაბათს, საღამოს მილიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, წერს „Sputnik–ყირგიზეთი“.

შეტაკება სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმე საათის განმავლობაში გძელდებოდა, რის შედეგაც დაშავდა 590 ადამიანი, ერთი კი დაიღუპა. 13 კაცი ამ დროისათვის რეანიმაციაშია.

სააგენტოს ინფორმაციით, მომიტინგეებმა, რომლებიც ხმის მიცემის შედეგების გაბათილებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ, ღამით „თეთრი სახლი“ აიღეს.

ამის შემდეგ დემონსტრანტები ეროვნული უშიშროების კომიტეტისკენ დაიძრნენ და პატიმრობიდან გაათავისუფლეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი.

ყირგიზეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კურსან ასანოვმა, რომელიც ატამბაევის საქმეში სამხილების დამალვისთვის იყო გასამართლებული, თავი ბიშკეკის კომენდანტად გამოაცხადა. ხოლო დეპუტატმა ალმამბეტ შიკმამატოვმა გენერალური პროკურორის სავარძელი დაიკავა და საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა.

დილის 9 საათისთვის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა გაავრცელა განცხადება, რომ  სოორონბაი ჟეენბეკოვმა შესაძლებლად მიიჩნია არჩევნების შედეგების გაუქმება, და რომ ამ დროისათვის ვითარებას პრეზიდენტი აკონტროლებს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2188)

მთავარი თემები