09:24 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2199)
44 0 0

ბიშკეკის ცენტრში მილიცია მომიტინგეებს შლის, სამართალდამცავები იყენებენ ხმოვან ყუმბარებს. მომიტინგეების ნაწილი პარლამენტის შენობის ღობეზე გადასვლას ცდილობდა

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ბიშკეკში მილიცია მომიტინგეებს შლის. ისინი ემხრობიან იმ პარტიებს, რომლებიც ყირგიზეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან, იუწყება Sputnik–ყირგიზეთი.

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა. წინასწარი შედეგებით, პარლამენტში (ჟოგორკუ კენეშში) მოხვდნენ პარტიები „ბირიმდიკი“, „მეკენიმ ყირგიზეთი“, „ყირგიზეთი“ და „ბუტუნ ყირგიზეთი“.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 3–4 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ისინი არჩევნების წინასწარი შედეგებით უკმაყოფილო არიან.

მომიტინგეების ნაწილი ჟიგორკუ კენეშის ჭიშკრის შტურმით აღებას შეეცადა. ამის საპასუხოდ მილიციამ დემონსტრანტების დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებს მომიტინგეები დედაქალაქის ცენტრიდან მოშორებით გაჰყავთ. მომიტინგეები კი მათ ქვებს ესვრიან. ქვების სროლით პასუხობენ მილიციელებიც.

თემები:
მსოფლიო დღეს (2199)

მთავარი თემები