00:33 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (525)
361 0 0

COVID-19-სგან განკურნებულ პაციენტებს შეიძლება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი განუვითარდეთ, რისი საფუძველიც მედიკოსებისთვის ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. პაციენტები, რომლებიც უკვე განიკურნენ COVID-19–სგან, შესაძლოა მულტისისტემური ანთებითი სინდრომით დაავადდნენ, აცხადებენ აშშ–ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრების სპეციალისტები, რომელთა ანგარიშიც ჟურნალ Morbidity and Mortality Weekly Report–შია გამოქვეყნებული.

ამერიკელი სწავლულების თქმით, სახიფათო გართულება ერთდროულად შეეხება ორგანოების უმეტესობას. ეს გამოიწვევს მაღალ ტემპერატურას, წნევის დაწევას, ჟანგბადის უკმარისობასა და ზოგ შემთხვევაში ორგანოების მუშაობის შეწყეტასაც კი, რაც, კლინიკური გამოვლინებით, კავასაკის სინდრომს უახლოვდება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ასეთი გართულება ბავშვებში დაფიქსირდა, თუმცა ახლა ექიმებმა ის ზრდასრულებშიც შენიშნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გართულებები 21–დან 50 წლამდე ასაკის პაციენტებში გამოვლინდა. მათი ნაწილი ასევე უჩიოდა ცხელებას, გამონაყარს, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებსა და ასევე ტკივილებს მკერდში, ტაქიკარდიას.

ყურადღება, სლოკინი! კორონავირუსმა არატიპური სიმპტომი გამოავლინა>>

ცნობილი ხდება, რომ ათი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო ორი გარდაიცვალა.

მედიკოსების თქმით, რა მიზეზები უდევს საფუძვლად პოსტინფექციურ მულტისისტემურ ანთებით სინდრომს, ჯერჯერობით უცნობია.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (525)

მთავარი თემები