მეცნიერებმა დაადგინეს, რა უშლის ხელს ბავშვებს ტექსტის კითხვა-აღქმაში: მიზეზი უჩვეულოა

© Pixabay / sof_loბიჭი კითხულობს წიგნს
ბიჭი კითხულობს წიგნს  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელმა სწავლულებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ბავშვებს ტექსტის აღქმაში ხელს ის იშლის, რაც მანამდე ვერც კი წარმოედგინათ

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. დეტალური ფერადი ილუსტრაციები ხელს უშლის 6-8 წლის ბავშვებს, გაამახვილონ ყურადღება ტექსტის აღქმაზე, იუწყება Daily Mail-ი ამერიკელ მეცნიერებზე დაყრდნობით.

ჩატარებული კვლევების შემდეგ სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფერადი ნახატები (განსაკუთრებით, თუ ისინი ძალიან ბევრია), რომლებიც დამწყები მკითხველების მოტივირების მიზნით არის მოწოდებული, ხშირად საპირისპირო ეფექტს იწვევს — ყურადღებას უფანტავს ბავშვებს.

გოგონა დისტანციური გაკვეთილის დროს - Sputnik საქართველო
სასტიკი მასწავლებელი: პედაგოგს 10 წლის მოსწავლე შემოაკვდა

როგორც ფსიქოლოგი ანა ფიშერი ამბობს, მან და მისმა კოლეგებმა წიგნები გადასცეს უფროსკლასელებს და სთხოვეს მათ, შეერჩიათ ისეთი ილუსტრაციები, რომლებიც მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არ იყო ტექსტის აზრის გასაგებად.  

ამის შემდეგ ეს ილუსტრაციები წიგნებიდან ამოიღეს და წასაკითხად გადასცეს 6-8 წლის სამოცამდე ბავშვს. პარალელურად ექსპერტები ინდივიდუალური პორტატული აიტრეკერებით აკვირდებოდნენ, რამდენჯერ გაურბოდა თითოეულ ბავშვს თვალი ტექსტიდან ილუსტრაციებისკენ.  აღმოჩნდა, რომ მათ იშვიათად გადაჰქონდათ მზერა „არამომხიბლავი“ ნახატებისკენ და უკეთაც აღიქვამდნენ ტექსტს.

„მიმზიდველ ილუსტრაციებს შეუძლია ბავშვს მზერა გადაატანინოს ტექსტიდან და დაარღვიოს ფოკუსი, რომელიც აუცილებელია შინაარსის გასაგებად“, — ამბობს ფიშერი.

მისი თქმით, „კითხვის სწავლა ბევრი ბავშვისთვის მძიმე შრომაა“, და ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა და აქტუალური გახდა COVID-19–ის პანდემიის ფონზე, როდესაც ბავშვებს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გამო, მოაკლდათ პედაგოგების უშუალო ჩარევა კითხვის სწავლის პროცესში.

დოქტორმა ფიშერმა და მისმა კოლეგებმა მოუწოდეს წიგნების ავტორებს, ილუსტრატორებსა და გამომცემლებს, განიხილონ დაწყებითი კლასების სასწავლო სახელმძღვანელოებიდან „არასაჭირო და ყურადღების გამფანტველი“ ილუსტრაციების ამოღების საკითხი.

ყველა ახალი ამბავი
0