21:10 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1182)
48 0 0

ანგარიშში საქართველო იმ 111 ქვეყანას შორისაა, სადაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა პანდემიის შემდეგ არ შეცვლილა.

თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში მთავრობამ პანდემიის წინააღმდეგ მკაცრი, მაგრამ გამჭვირვალე ზომები მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გადადგას ნაბიჯები ჯანდაცვის რისკების სამართავად და ამავდროულად დაიცვას ადამიანის უფლებები, აღნიშნულია ამერიკული არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) ახალ ანგარიშში.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს გლობალურად, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მმართველი პარტიის პოპულარობა არჩევნების წინ, ნათქვამია ანგარიშში.

„ფრიდომ ჰაუსმა“ ახალი ანგარიში „დემოკრატია კარანტინში“ გამოაქვეყნა, სადაც თავისუფლებისთვის გლობალურ ბრძოლაში Covid-19-ის პანდემიის გავლენაზეა საუბარი. კვლევაში, რომელშიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე პერიოდში 192 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაა შესწავლილი, ნათქვამია, რომ პანდემიის გავრცელების შემდეგ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა 80 ქვეყანაში გაუარესდა.

ანგარიშში საქართველო იმ 111 ქვეყანას შორისაა, სადაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა პანდემიის შემდეგ არ შეცვლილა.

„საქართველოში, რომელიც ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება, მთავრობამ მოსახლეობას შორის მაღალი შეფასება დაიმსახურა პანდემიის წინააღმდეგ მკაცრი, თუმცა გამჭვირვალე ზომების მიღებით. ეს შემთხვევები არის შეხსენება, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გადადგას ნაბიჯები ჯანდაცვის რისკების სამართავად და ამავდროულად დაიცვას ადამიანის უფლებები“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება თავისუფლების ინდექსს, „ფრიდომ ჰაუსმა“ 2020 წლის ანგარიში – „თავისუფლება მსოფლიოში“ მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის მოხვდა. კერძოდ, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს 100-დან 61 ქულა აქვს მინიჭებული.

საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა>>

Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების გაფართოებაზე ზრუნავს მთელ მსოფლიოში. ორგანიზაცია აანალიზებს თავისუფლების პრობლემებს, გამოდის უფრო ფართო პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხარდაჭერით და ხელს უწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს. Freedom House 1941 წელს დაარსდა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1182)

მთავარი თემები