თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. პლანეტის მოსახლე ყოველი მესამე ქალზე სისტემატურად ხორციელდება სხვადასხვა ფორმის ძალადობა, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გენასამბლეის მაღალი დონის სხდომაზე.
#COVID19 has emphasized and exploited the continued denial of women’s rights.
— António Guterres (@antonioguterres) October 1, 2020
We need to act now, to stop the pandemic from wiping out a generation of fragile progress towards gender equality. https://t.co/rIv3472xiJ pic.twitter.com/AUH70LSyK3
„ყოველწლიურად 18 წელზე უმცროსი ასაკის 12 მილიონო გოგონა ქორწინდება. მსოფლიოს ზოგ ნაწილში ქალების მკვლელობა საომარი მოქმედებების ტოლფასია. ასე მაგალითად, 2017 წელს ყოველ დღე საშუალოდ 137 ქალს კლავდნენ საკუთარი ოჯახების წევრები“, — აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
გუტერეშის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში ქალები ჯერ კიდევ არ მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან მოლაპარაკებათა უმეტესობაში.
„მთელ მსოფლიოში ქალები მამაკაცების კანონიერი უფლებების მხოლოდ 75%-ს ფლობენ“, — განაცხადა გაეროს გენმდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, „შემოსავლების მოცულობის მხრივ გენდერული თანასწორობის მიღწევას შეიძლება კიდევ 150 წელი დასჭირდეს“.