მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვატიკანმა მაიკ პომპეოს პაპთან აუდიენციაზე უარი უთხრა: ცნობილია მიზეზი

CC0 / Pixabay / ვატიკანი
ვატიკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვატიკანსა და ჩინეთს შორის გაფორმებული შეთანხმება რომის პაპს ჩინელი ეპისკოპოსების დანიშვნისას ხმის უფლებას აძლევს.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ვატიკანმა არ დააკმაყოფილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თხოვნა რომის პაპ ფრანცისკთან აუდიენციის თაობაზე, იუწყება სააგენტო Reuters.

გავრცელებული ინფორმაციით, ვატიკანში მიაჩნიათ, რომ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას კათოლიკური ეკლესიის მათ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა სურს.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპმა COVID-19-ს ახალი სახელი მოუფიქრა: მხარდამჭერები აღფრთოვანებულები არიან – ვიდეო

მაიკ პომპეომ გასულ კვირაში სტატია და ასევე ტვიტების სერია გამოაქვეყნა, რომლებშიც წერდა, რომ კათოლიკური ეკლესია „მორალურ ავტორიტეტს“ რისკის ქვეშ აყენებს იმით, რომ განაგრძობს ჩინეთთან შეთანხმებას ეპისკოპოსების დანიშვნის თაობაზე.

ვატიკანის ორმა მაღალი რანგის დიპლომატმა — სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პეიტრო პაროლინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, არქიეპისკოპოსმა პოლ გალაჰერმა განაცხადეს, რომ პაპმა ფრანცისკმა უარი თქვა პომპეოსთან აუდიენციაზე, ვინაიდან ის თავს არიდებს პოლიტიკოსებთან შეხვედრებს არჩევნების წინ.

„დიახ, [პომპეომ აუდიენცია] ითხოვა, მაგრამ პაპმა უკვე ნათლად თქვა, რომ პოლიტიკური მოღვაწეები არ მიიღებიან  არჩევნების პერიოდში. მიზეზი ეს არის“, — განაცხადა პაროლინმა.

აღსანიშნავია, რომ ვატიკანსა და პეკინს შორის ორი წლის წინ გაფორმებული შეთანხმება რომის პაპს აძლევს ხმის უფლებას ჩინელი ეპისკოპოსების დანიშვნისას. შეთანხმებას მოქმედების ვადა მომდევნო თვეში ეწურება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მას გაახანგრძლივებენ.

ვატიკანის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ შეთანხმება სრულყოფილი არ არის, მაგრამ ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან მანამდე ჩინელი კათოლიკეები ათწლეულების განმავლობაში იძულებული იყვნენ იატაკქვეშ ემოღვაწათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0