13:42 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2167)
8210

კომიდან გამოსულ გოგონას ცნობილი ფეხბურთელი საავადმყოფოში ეწვია და ოქროს მარკერით ავტოგრაფიც დაუტოვა მაისურზე.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ფეხბურთის ქომაგი იტალიელი გოგონა ხანგრძლივი კომიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კლუბ „რომას“ ექს-კაპიტნის ფრანჩესკო ტოტის ხმა მოასმენინეს, იუწყება გამოცემა La Repubblica.

გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ილენია მატილი უბედური შემთხვევის შედეგად კომაში ჩავარდა და ამ მდგომარეობაში მთელი ცხრა თვე იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მშობლები გოგონას დროდადრო საფეხბურთო კლუბ „რომას“ ჰიმნს ასმენინებდნენ, რომლის თავგადადებული ქომაგიც არის ილენია.

ამ შემთხვევის შესახებ ფრანჩესკო ტოტიმ ნაცნობებისგან შეიტყო და გადაწყვიტა, გოგონასთვის ვიდეომიმართვა გაეგზავნა.

„გამარჯობა, ილენია. მე ფრანჩესკო ტოტი ვარ... არ დანებდე! ჩვენ ყველანი შენ გვერდით ვართ“, – ამბობდა ფეხბურთელი მიმართვაში.

როგორც ირკვევა, ლეგენდარული ფეხბურთელის ჩანაწერს გოგონას ხშირად ასმენინებდნენ და მანაც, ყველას გასაოცრად და საბედნიეროდ, თანდათან დაიწყო კომიდან გამოსვლა.

როდესაც ილენია მატილი გონს მოვიდა, პირველი, რაც მოისურვა, ტოტისთან შეხვედრა იყო. და ფეხბურთელმაც არ დააყოვნა მისი სურვილის ასრულება.

28 სექტემბერს ფრანჩესკო ტოტი (რომელსაც წინა დღეს შეუსრულდა 44 წელი) ილენიას ეწვია საავადმყოფოში.

„რომ მცოდნოდა, რომ ჩემი ხმა ილენიას დაეხმარებოდა, ამას ბევრად ადრე გავაკეთებდი“, — უთხრა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ის და ილენია უკვე შეთანხმდნენ, რომ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგაც აუცილებლად შეხვდებიან.

თემები:
მსოფლიო დღეს (2167)

მთავარი თემები