09:03 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2160)
72 0 0

CAPS/Harris-მა რესპონდენტებს ასევე დაუსვა კითხვა, რომელი კანდიდატის მიმართ განიცდიან პირად სიმპათიას.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ოპონენტ ჯო ბაიდენს შორის რეიტინგული სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა, იუწყება გამოცემა The Hill ჰარვარდის უნივერსიტეტის სოციოლოგიურ გამოკითხვა CAPS/Harris-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, შეკითხვაზე, „ვის მისცემდით ხმას საპრეზიდენტო არჩევნები ახლა რომ ტარდებოდეს“, გამოკითხულთა 47%-მა დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი დაასახელა, ხოლო 45%-მა — მოქმედი რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

აღნიშნული გამოკითხვის თანახმად, ტრამპმა სამი ქულით გაიუმჯობესა პოზიცია აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, ხოლო ბაიდენის პოზიცია ორი ქულით გაუარესდა.

CAPS-ის დირექტორის პოლ მარკ პენის განმარტებით, მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი ეკონომიკური ზრდისა და ქვეყანაში მიმდინარე არეულობების დაძლევის ფონზე გაუმჯობესდა.   

გარდა ამისა, CAPS/Harris-მა რესპონდენტებს დაუსვა კითხვა, რომელი კანდიდატის მიმართ განიცდიან პირად სიმპათიას. აღმოჩნდა, რომ ჯო ბაიდენი გამოკითხულთა 44%-ს ესიმპათიურება, 38%-ს კი — არა. დონალდ ტრამპი კი 33%-ის პირად სიმპათიას იმსახურებს საწინააღმდეგო აზრის მქონე 55%-ის საპირისპიროდ.  

გამოკითხვაში, რომელიც 22–24 სექტემბერს ჩატარდა, აშშ-ის 1314 მოქალაქე მონაწილეობდა.

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბრისთვისაა დანიშნული.

თემები:
მსოფლიო დღეს (2160)

მთავარი თემები