12:25 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2188)
18810

აშშ დოლარი ამ მომენტისთვის მკვეთრი ვარდნის ადრეულ სტადიაზე იმყოფება და ეს მხოლოდ დასაწყისია, მიაჩნია იელის უნივერსიტეტის პროფესორს.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ამერიკული დოლარის კურსი უახლოეს მომავალში შესაძლოა მკვეთრად დაეცეს, წერს Morgan Stanley Asia-ს ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად მთავარი ეკონომისტი სტივენ როუჩი Project Syndicate-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

Morgan Stanley – ამერიკული საფინანსო კონგლომერატია (2008 წლამდე საინვესტიციო ბანკი), რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს საბროკერო ბიზნესს ფლობს. 

ექსპერტის თქმით, მაისიდან აგვისტომდე ამერიკული ვალუტის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 4,3%-ით შემცირდა, თუმცა აშშ დოლარი მაინც ყველაზე ძლიერ ვალუტად რჩება მსოფლიოს სხვა ვალუტებთან შედარებით. 

ამასთან ერთად სტივენ როუჩმა დაასახელა სამი მიზეზი, რომელთა საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ დოლარის ფართო ინდექსი 2021 წლის ბოლოსთვის 35%-ით დაეცემა.

„მე კვლავ ველოდები, რომ დოლარის ფართო ინდექსი 35%-ით დაეცემა 2021 წლის ბოლოსთვის. ამას სამი ფაქტორი განაპირობებს: აშშ-ში მაკროეკონომიკური დისბალანსის მკვეთრი ზრდა, ალტერნატიული ვალუტების — ევროსა და იუანის როლის ამაღლება და ასევე ის, რომ გაქრა ამერიკული გამორჩეულობის განსაკუთრებული აურა, რომელიც დოლარს ტეფლონის გამძლეობას სძენდა თითქმის მთელი ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში“, — წერს როუჩი.

მისი აზრით, ამ ფაქტორებიდან ყველაზე მეტ ყურადღებას პირველი პუნქტი იმსახურებს. ექსპერტი აცხადებს, რომ აშშ-ში მაკროეკონომიკური დისბალანსის მკვეთრი და სწრაფი ზრდა გამოწვეულია შიდა ანაბრების რეკორდული ვარდნითა და მიმდინარე ოპერაციების დეფიციტის ზრდით.

სტივენ როუჩს მიაჩნია, რომ ეს „დოლარის დაცემის მხოლოდ დასაწყისია“.

თემები:
მსოფლიო დღეს (2188)

მთავარი თემები