მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინაში ავიაკატასტროფისას კურსანტები და ოფიცრები დაიღუპნენ: ვრცელდება ვიდეო ადგილიდან

© REUTERS / VYACHESLAV MADIYEVSKYYავიაკატასტროფა უკრაინაში
ავიაკატასტროფა უკრაინაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავის ბორტზე 27 მგზავრი იმყოფებოდა ―  ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის 20 კურსანტი და 7 ოფიცერი

თბილისი, 26 სექტემბერი ― Sputnik. უკრაინაში, ხარკოვის მახლობლად მდებარე ჩუგუევში სამხედრო-სამგზავრო თვითმფრინავი Ан-26 ჩამოვარდა და აფეთქდა, იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების  სახელმწიფო სამსახური.  

კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, თვითმფრინავის მარცხენა ძრავის გაჩერება იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 27 მგზავრი იმყოფებოდა ―  ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის 20 კურსანტი და 7 ოფიცერი.

„აეროდრომის დისპეტჩერის ინფორმაციით, ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა (ერთი კურსანტი ფრენის შესასრულებლად არ დაუშვეს). ნაპოვნია 22 დაღუპულის ცხედარი, ორი დაშავებულია, ხოლო სამის ძებნა გრძელდება“, ― ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.  

რეგიონის ხელისუფლებამ 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ორგანიზაციებს, გააუქმონ გასართობი და სპორტული ღონისძიებები.

ყველა ახალი ამბავი
0