23:30 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2199)
83 0 0

წყაროს თქმით, ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლების სხდომის დღის წესრიგში მონიშნულია პუნქტი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების ჩამონათვალის შესახებ.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER) 28 სექტემბრის სხდომაზე შესაძლოა უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ფარგლებში ახალი ჩამონათვალის საკითხი განიხილონ, იუწყება РИА Новости ევროკავშირში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს თქმით, COREPER-ის სხდომის დღის წესრიგში მონიშნულია „შესაძლო პუნქტი“ ახალი სანქციების ჩამონათვალის შესახებ იმ ქმედებების გამო, რომლებიც „ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

ამასთან წყარომ განმარტა, რომ ახალი სანქციების სიის დასამტკიცებლად შეიძლება წერილობითი პროცედურა ამოქმედდეს.

„პუნქტი მონიშნულია როგორც შესაძლო. ამ ეტაპზე უცნობია, დამტკიცდება თუ არა ის“, — თქვა მან.

რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ყირიმი რუსეთს შეუერთდა ნახევარკუნძულზე ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ. დასავლეთმა რუსეთი ჩარევაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა, რაზეც მოსკოვმა საპასუხო ზომებით რეაგირება მოახდინა: ევროპული საქონელი საკუთარი წარმოების პროდუქციით ჩაანაცვლა და განაცხადა, რომ რუსეთთან სანქციების ენაზე საუბარი კონტრპროდუქტიულია. ამასთან, რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში მხარეს არ წარმოადგენს.

რუსული გაზსადენის მშენებლობაზე დასაქმებულ ხომალდებს აღარ დააზღვევენ>> 

ინდივიდუალური სანქციები რუსეთისა და უკრაინის იმ მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებსაც ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შებღალვაში სდებს ბრალს, პირველად 2014 წლის მარტში დაწესდა და მას შემდეგ რეგულარულად გრძელდება გარკვეული პერიოდულობით. აღნიშნული სანქციები ეხება 174 პირსა და 44 ორგანიზაციას. მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ევროკავშირმა მორიგ ჯერზე გაახანგრძლივა სანქციები ექვსი თვით — 2021 წლის მარტის შუა რიცხვებამდე.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2199)

მთავარი თემები