მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს

© photo: Sputnik / Alexei Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლუკაშენკოს ინაუგურაციის საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გამჟღავნდა. მაღალი რანგის სტუმრები პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას არ გააჩნია დემოკრატიული ლეგიტიმურობა და ბელარუსში კრიზისის გაღრმავებისკენ მივყავართ, განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა. 

ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
გასაიდუმლოებული ინაუგურაცია: ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალურად გახდა ბელარუსის პრეზიდენტი
„ევროკავშირი კვლავ ადასტურებს, რომ ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და კეთილსინდისიერი. ევროკავშირი არ ცნობს არჩევნების შედეგებს, რომლებიც ფალსიფიცირებული იყო. გამომდინარე აქედან, 2020 წლის 23 სექტემბრის ე.წ. ინაუგურაციასა და ახალ [საპრეზიდენტო] მანდატს, რომელზეც პრეტენზია აქვს ლუკაშენკოს, არ გააჩნია არანაირი დემოკრატიული ლეგიტიმურობა“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია 23 სექტემბერს გაიმართა მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში. ინაუგურაციის ჩატარების საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გამჟღავნდა. მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს.

ყველა ახალი ამბავი
0