მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კატასტროფამდე დარჩა შვიდი წელი: ნიუ-იორკის საათი ქვეყნიერების დასასრულს აითვლის

CC0 / Kristina D.C. Hoeppner / Metronome„მეტრონომი“ ნიუ-იორკში
„მეტრონომი“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიუ-იორკში მდებარე იდუმალი საათის – „მეტრონომის“ ფუნქცია რადიკალურად შეიცვალა, ამიერიდან ის შეუქცევადი კატასტროფის დადგომამდე დარჩენილ დროს აითვლის.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ოც წელზე მეტია, რაც ნიუ-იორკის იუნიონ-სკვერზე მდებარე ერთ-ერთი შენობის ფასადის ელექტრონული საათი ნიუ-იორკელებისთვის საიდუმლოდ რჩება — 15 ციფრი ციფერბლატზე, რომლებიც გაუგებარი თანმიმდევრობით იცვლება, არაფრით ჯდება დროის ათვლაში, წერს გამოცემა The New-York Times.

​იყო ვერსიები, რომ საათი, როგორც „მეტრონომის“ ინსტალაციის ნაწილი, გვიჩვენებს ყველაფერს, მაგრამ არა დროს. მაგალითად, ბევრი დღესაც დარწმუნებულია, რომ ციფერბლატზე 15-ნიშნა რიცხვი — არის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი, პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა, დამწვარი და გაჩეხილი ტყეების ფართობი და ა.შ.

ბილ გეიტსი - Sputnik საქართველო
ბილ გეიტსი: ეკოლოგიური კატასტროფა კორონავირუსზე საშინელი იქნება

ვერსიები ბევრია, მაგრამ რეალურად ეს მართლაც საათია, რომლის მარცხენა ნაწილი მიმდინარე დროს აჩვენებს წამის მეასედის სიზუსტით, ხოლო მარჯვენა მხარე — მეორე დღის დასაწყისამდე დარჩენილ დროს.

ახლა კი „მეტრონომის“ მისია რადიკალურად შეიცვალა — ამიერიდან ის აჩვენებს, თუ რამდენი დარჩა კაცობრიობას შეუქცევადი კლიმატური კატასტროფის დაწყების მომენტამდე.

ათვლის დაწყებამდე ციფერბლატზე გაჩნდა წარწერა The Earth has a deadline („დედამიწას ვადა აქვს“).

ეკრანზე მოცემული ციფრების თანახმად, დღევანდელი დღიდან კლიმატური კოლაფსის დადგომამდე 7 წელი და 103 დღეა დარჩენილი.

იდეის ავტორები – მხატვრები გან გოლანი და ენდრიუ ბოიდი აცხადებენ, რომ ამ გზით სურთ საზოგადოების ყურადღება გლობალური დათბობის პრობლემებს მიაპყრონ და საათის მაჩვენებლებს „დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვან ციფრებს“ უწოდებენ.

ყველა ახალი ამბავი
0