თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ვაშინგტონიდან აფრენილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც აშშ-ის ვიცე-პერზიდენტი მაიკლ პენსი იმყოფებოდა, მოულოდნელად დაეშვა ნიუ-ჰემპშირის აეროპორტში, იუწყება CNN პენსის პრეს-მდივანზე დაყრდნობით.
A plane carrying Vice President Mike Pence lands safely at a New Hampshire airport after hitting a bird https://t.co/v2rmSTSDRL pic.twitter.com/CuSR1qGEve
— CNN Politics (@CNNPolitics) September 23, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის შტატგარეშე დაშვების მიზეზი — ჰაერში ფრინველთან შეჯახება იყო.
ირკვევა, რომ ინციდენტი აფრენიდან მოკლე ხანში მოხდა, რის შემდეგაც ვიცე-პრეზიდენტის საჰაერო ხომალდი სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე დასვეს ნიუ-ჰემპშირში.
როგორც გამოცემა წერს, მაიკლ პენსი და მისი თანმხლები პირები ვაშინგტონში სატვირთო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.