16:52 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2200)
50 0 0

მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩინეთი დამნაშავეა COVID-19-ის პანდემიაში და ამისთვის მან უნდა გადაიხადოს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, იუწყება РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის ლიდერმა ჩინეთი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციაში დაადანაშულა და გაეროს მოუწოდა, პასუხისმგებლობა დააკისროს ჩინეთს.

„სამწუხაროდ, ფაქტების მიუხედავად, ამერიკულმა მხარემ გაეროს ტრიბუნა ფაბრიკაციის, უსაფუძვლო თავდასხმებისა და ჩინეთისთვის სახელის შესალახად გამოიყენა უხამსი პოლიტიკური მიზნებით. ჩინური მხარე გამოთქვამს მტკიცე პროტესტს“, — აღნიშნეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩინეთი დამნაშავეა COVID-19-ის პანდემიაში და ამისთვის მან უნდა გადაიხადოს.

ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია — გრძელდება „სავაჭრო ომი“ და უთანხმოება პანდემიის მიზეზებთან დაკავშირებით. მხარეები ასევე დაპირისპირებულები არიან ჰონკონგის პრობლემის გამო.

თემები:
მსოფლიო დღეს (2200)

მთავარი თემები