სიცოცხლისთვის შესაფერისი: მეცნიერებმა მზის სისტემის პლანეტები დაასახელეს

© Roscosmos / Ivan Vagnerკოსმოსური სადგური
კოსმოსური სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბირმინგემის უნივერსიტეტის სწავლულებმა მზის სისტემის ის პლანეტები დაასახელეს, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანელმა მეცნიერებმა მზის სისტემის ის პლანეტები განსაზღვრეს, რომლებზეც სიცოხლისთვის ყველაზე შესაფერისი პირობები არსებობს, იუწყება გამოცემა BGR.

სპეციალისტებმა შეარჩიეს ის ციური სხეულები, რომლებზე არსებული პირობებიც ხელს უწყობს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და თხევადი წყლის არსებობას.

სხვა პლანეტის პეიზაჟი  - Sputnik საქართველო
პლანეტა ვენერაზე სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს: მეცნიერებს ახსნა არ აქვთ

მაგალითად, მარსის სამხრეთ პოლუსზე ყინულოვანი საფარის ქვეშ აღმოჩენილია ტბა, ხოლო მის ატმოსფეროში — ბევრი მეთანი. ამ გაზის წარმოქმნა კი მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს შეუძლია. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლე შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ მიკრობების სახით.  

პლანეტა იუპიტერის თანამგზავრ „ევროპის“ წიაღში კი არსებობს თხევადი ოკეანე. მისი ზედაპირი ყინულითაა დაფარული, თუმცა იქიდან გეიზერები იფრქვევა. ხოლო გეოლოგიური აქტიურობა თავის მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ იქ ჰიდროთერმული წყაროები არსებობს.

პლანეტა სატურნის სიდიდით მეექვსე თანამგზავრ ენცელადის ყინულოვანი ზედაპირის ქვემოდან ამოფრქვეულ გეიზერებში კი ორგანული მოლეკულების არსებობაა დაფიქსირებული.

იუპიტერზე მძვინვარებს გრიგალი, რომელსაც „დედამიწის ჩაყლაპვა“ შეუძლია: ვრცელდება ვიდეო>>

გარდა ამისა, სიცოცხლე ასევე შეიძლება არსებობდეს პლანეტის მეორე თანამგზავრ ტიტანზეც. მას სქელი აზოტოვანი ატმოსფერო აქვს — რთული ორგანული ნივთიერებებით. ასევე იქ არსებობს თხევადი მეთანის წყალსაცავები, ხოლო კრიოვულკანები ლავის ნაცვლად თხევად წყალს ამოტყორცნის.

მართალია, ტემპერატურა ტიტანზე მინუს 180 გრადუსს აღწევს ცელსიუსით, მაგრამ მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ იქ სიცოცხლის არსებობა მაინც შესაძლებელია — თუმცა დედამიწურისგან განსხვავებულის.

 

ყველა ახალი ამბავი
0