06:04 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2325)
100 0 0

ჩინეთის ხელისუფლების ნაწილს იმედი აქვს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა შესუსტდება.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის მთავრობა იმ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების სიას ადგენს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციების შემოღებას აპირებს ვაშინგტონის მიერ პეკინისთვის დაწესებული შეზღუდვების პასუხად, იუწყება გაზეთი The Wall Street Journal.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ ამ სიაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაიწყო, როდესაც აშშ-ის სანქციების სიაში კომპანია Huawei მოხვდა. ამასთან, გამოცემის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლება ცდილობდა თავი აერიდებინა ისეთი ზომებისთვის, რომლებიც ამერიკულზე ხისტი იქნებოდა.

როგორც გაზეთი წერს, ბოლო დროს ჩინურ „შავ სიაზე“ მუშაობა დაჩქარდა და ახლა ჩინოვნიკები იმაზე მსჯელობენ, როდის ჯობს მისი გამოქვეყნება. ირკვევა, რომ ხელისუფლების ზოგი წარმომადგენლის აზრით, ამის გაკეთება აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე არ ღირს.

„ჩინეთში ბევრს აქვს იმედი აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისა იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს. მათი აზრით, ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული მეტოქეობა შენარჩუნდება, თუმცა არის სფეროები, რომლებშიც პეკინი ბაიდენის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებდა“, — ნათქვამია The Wall Street Journal-ის სტატიაში.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდება.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2325)

მთავარი თემები